Wednesday, November 13, 2013

1.   პროექტის სახელწოდება  - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში. 
2.   პროექტის მთავარი თემა - თანამედროვეპირობებში დიდ საფრთხეს წარმოადგენს ალკოჰოლიზმი,მოწევა და ნარკომანია.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ეს პრობლემები უკვე აღარ არის სამედიცინო ან მორალური სახის პრობლემები.ისინი საფრთხეს უქმნიან მოზარდი თაობის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას,ზემოქმედებენ მათ განვითარებაზე,იწვევენ საშიშ დაავადებებს. 
3.   პროექტის მიზნები - პროექტის მიზანია  ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შორის  ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. 
4.   მონაწილეთა ასაკი - მე-10 კლასი.15-16წელი.
5.   ვადები/ხანგრძლივობა - 8 დღე
6.   მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას - სკოლაში გამოცხადდება ჯანსაღი ცხოვრების წესის  კვირეული,მოწვეული იქნება ექიმი,რომელიც ჩაატარებს მინი ლექციას, გამოიფინება მოსწავლეთა ნამუშევრები ,პლაკატები; სკოლაში და სკოლის გარეთ დარიგდება ბუკლეტები ჯანსაღ რეჯიმზე.კვირის ბოლოს გაიმართება სპორტული მარათონიუარი მავნე ჩვევებს“.
7.   პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები -
·        კომპიუტერი - ინფორმაციის მოსაძიებლად;
·        პრინტერი - ბუკლეტებისთვის;
·        მარკერები;
·        ქაღალდი.
8.   პროექტის მსვლელობა
კოლაში მოვიწვევთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს მინი-ლექციას თემაზეჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა“. ლექციას დაესწრებიან მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები. ისინი დასვამენ კითხვებს და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას დღის ჯანსაღ რეჟიმზე, ნარკოტიკის, ალკოჰოლის, თამბაქოს მავნებლობაზე.
 მე-10 კლასის მოსწავლეები გაიყოფიან სამ ჯგუფად:
ØI ჯგუფიიძიებს ინფორმაციას თამბაქოზე.
ØI Iჯგუფი მუშაობს ნარკოტიკის თემაზე;
ØI I Iმოიძიებს ინფორმაციას ალკოჰოლზე.

თითოეული ჯგუფი ამზადებს ბუკლეტებს მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე. მზა ბუკლეტებს დაარიგებენ სკოლის მოსწავლეებთან და მოსახლეობაში.
მოსწავლეები მოაწყობენ თავიანთი ნახატების გამოფენას, რითაც რეკლამას გაუკეთებენ ჯანსაღ ცხოვრებას.
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ პრეზენტაციას.
 ბოლო დღეს მოეწყობა სპორტული მარათონიუარი მავნე ჩვევებს“. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან მხიარულ სპორტულ თამაშებში. ამით შეჯამდება მთლიანად პროექტის მუშაობა. 

პროექტის ხელმძღვანელითეა რაზმაძე